მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა.