ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ. ასევე, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. რესტორანი არ ფუნქციონირებდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.