ქართული კლინიკები გარკვეულ პერიოდში ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდნენ. ერთ-ერთი ამბიციური რეფორმატორული პროექტის ფარგლებში სამი ძირითადი საავადმყოფოს, კერძოდ, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსსრული რეაბილიტაცია იგეგმება, ამასთან ერთად პროექტი სამედიცინო ხარჯების 30 პროცენტით შემცირებას გვპირდება.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ალფამედიკის კონსორციუმთან და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად გეგმის განხილვა დაიწყო. ქართული და ავსტრიული მხარეები სამედიცინო კლასტერის PPP პროექტის განხილვის მიზნით, ერთმანეთს თბილისში რამდენჯერმე შეხვდნენ. აღნიშნული პროექტი ალფამედიკის კონსორციუმის მიერ საქართველოში ჯანდაცვის (მათ შორის პირველადი ჯანდაცვის) სერვისების გაუმჯობესების ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერისთვის იქნა შემუშავებული.
ალფამედიკის კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტში 250 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელონ. მინისტრის განცხადებით მოსალოდნელია პროექტის ჯამური ღირებულება 0.5 მილიარდ ლარს მიუახლოვდეს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ერთობლივად დაიფარება ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და საპარტნიორო ფონდის მიერ.
ამ მნიშვნელოვანი დეტალების უკან, მეტად დამაინტრიგებელი ფაქტორია - როგორ აპირებს ავსტრიული მხარე ზემოთხსენებული პროექტის განახორციელებას?! ვენაში დაფუძნებული კომპანია ფოკუსირებას PPP პროექტებზე ახდენს. უფრო შესაფერისი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის ხარისხისა და ფულის თანაფარდობის პროექტი, შედეგზე ორიენტირებული შეთანხმება, რომელიც მონიტორინგს უწევს გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებას - მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას სამი საავადმყოფოს განვითარების გეგმა. ამასთან ერთად, ალფამედიკის კონსორციუმმა უნდა დააპროექტოს, ააშენოს, აღადგინოს და მოახდინოს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკების მაღალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, რათა ისინი მიუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს.
ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელი ლეო მაკკენა, რომელსაც გააჩნია უდედესი გამოცდილება და ცოდნა PPP პროექტებთან მიმართებაში, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო და უაცილებელ მნიშვნელოვან ფაქტორებზე საუბრობს: „პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ორი ფუნდამენტური საფუძველი - ლოჯისტიკის ცოდნა და დაფინანსება, რომელიც უკვე სახეზეა", - ამბობს ის. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გამჭვირვალობასა და ერთგულებში. ზოგადად, ასეთ პროექტებში მთავარი მტერი ბიუროკრატიაა და ამ ყველაფრის ერთადერთი ანტიდოტი გადაწყვეტილების მიღების უნარია, და ჩვენ გვჯერა რომ ამ შემთხვევაში ამას შევძლებთ".
ბიუროკრატია მართლაც არ უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან პრობლემას, და როგორც წინა, ისე ამჟამინდელი მთავრობა იბრძვის პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის. დაუნდობელი ოლიგოპოლია - ეს არის ის რაც გვესმის ამ დღეებში ფარმაცეპტულ ბაზარზე გამოწვეული შიშით - თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა. მაკკენა ამბობს, რომ ისინი მოუსმენენ და ითანამშრომლებენ მათთან, ვინც შესთავაზებს ხარისხისა და ფინანსების თანაფარდობას. „ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი",- აცხადებს მაკკენა. „ჩვენ სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით, არ ვართ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებულნი, ჩვენ ამაზე ზევით ვდგავართ. გვსურს ვიყოთ საქართველოს მთავრობის და მოსახლეობის სტრატეგიული პარტნიორები". მან განაცხადა, რომ პროექტის ნებისმიერ საფეხურზე და ნებისმიერი საშუალების გამოჩენისთანავე ეცდებიან ადგილობრივი კომპანებისა და მოსახლეობის დასაქმებას. „ეს ჩვენთვისაც კარგია - ადგილობრივი მოსახლეობა უკეთესად აანალიზებს სიტუაციას, ვიდრე ჩვენ. მაგალითად, როდესაც დაიწყება მშენებლობაზე ნებართვის მოპოვების ტენდერი, ჩვენ კომპანიას საქართველოდან ავარჩევთ".
საზოგადოება ელის მაღალ სტანდარტებს, წინაპირობებს და ამასთან სამუშაოს საფუძვლიან გამოკვლევას. როგორც ირკვევა, სამუშაოს შეუსრულებლობაზე, არც მაკკენა და არც ალფამედიკი თვალს არ დახუჭავს. პირიქით, ალფამედიკი შექმნის შეფასების და მონიტორინგის გუნდს, სადაც საერთაშორისო სპეციალისტები იქნებიან დასაქმებულნი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხელშეკრულების სტანდარტებთან შესაბამისობას.
„საავადმყოფოების PPP პროექტში ჩართვამდე, გვექნება იმის დამადასტურებელი დამოუკიდებელი დოკუმენტაცია, რომ ის აშენებული იყო ხელშეკრულებაში გაწერილი სპეციფიკაციის გათვალისწინებით, - რომელიც შეფასებული იქნება პროფესიონალი მესამე მხარეების მიერ. მოვახდენთ ფასთა გამოკითხვას" - აცხადებს მაკკენა, და აღნიშნვს, რომ მთავარი ფოკუსირება საერთო და პირველადი ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კეთდება. რთულია შეეწინააღმდეგო - აღნიშნულ პროექტზე არანაკლებ 247 პირველადი ჯანდაცვის ობიექტია მიმაგრებული, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
„PPP მოდელის ყველაზე დიდი სარგებელი არის ის, რომ ეს არის ხარჯთეფექტური, შედეგზე ორიენტირებული მოდელი. ამიტომაც არის კონკურენტული დაძაბულობა მიწოდების ყველა ეტაპზე. ეს ეკონომიკურად ეფექტური გადაწყვეტის და შედეგების დაჩქარების გარანტიაა. PPP პროექტების 96% დროულად ან გათვლილ ვადაზე ადრე სრულდება. დაგვიანების შემთხვევაში მათ დავალიანების დაფარვა უნდა დაიწყონ, თუმცა ამის გაკეთება არ უწევს მთავრობას". - ამბობს მაკკენა. თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა, ისინი თანხას საკმაოდ კარგი პროცენტული განაკვეთით იღებენ და არ არიან ვალდებულნი ბანკს იქამდე დაუბრუნონ თანხა, სანამ ხელშეკრულებით არ დადგება ამის დრო. ასე რომ ესეც სერიოზული დანაზოგია. საქმიანობის საოპერაციო პერიოდთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ შემთხვევაში 25 წელია - ჩვენ ვაშენებთ 3 წელიწადში და ვმართავთ 25 წელი - თუ ამ პერიოდის განმავლობაში, საავადმყოფოები არ განვითარდებიან ხელშეკრულებაში გაწერილი სტანდარტების შესაბამისად, PPP ვალდებულია აღნიშნული საკუთარი რესურსებით გამოასწოროს. ასე რომ, რისკებმა საჯარო სექტორიდან PPP _ში გადაინაცვლა."