logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: უდიდესი მიღწევაა, საქართველო ევროპას ელექტროენერგიით მოამარაგებს
- +

19 დეკემბერი. 2022. 13:16

 

 

„რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერა ხელი. აღნიშნული არა გადაჭარბებული შეფასება, არამედ ფაქტია! ოთხ ქვეყანას (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი სერბეთი) შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი შავ ზღვაში ყველაზე გრძელი ელექტროკაბელის აგებას და ევროპის ელექტროენერგიით მომარაგებას ითვალისწინებს. უდიდესი მიღწევაა, საქართველო ევროპას ელექტროენერგიით მოამარაგებს!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, გვიან, მაგრამ ევროპა მიხვდა, რომ აუცილებელია ენერგობაზრის დივერსიფიცირება, საქართველო კი სანდო პარტნიორია, რომელიც პარტნიორთა მხრიდან მრავალგზის გახდა უსამართლობის მომსწრე, დასავლური კურსის ერთგულია.

 

„შესაძლოა ვთქვათ, რომ ევროპა საქართველოზე დამოკიდებული გახდება, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელ შესაძლებლობად ჩანდა. დაუღალავმა, რაც მთავარია სწორმა და პრაგმატულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, საქართველო, ევროპისთვის შეუცვლელ პარტნიორად იქცა. რომ არა მშვიდობის პოლიტიკა, დღეს საქართველო მემორანდუმს ვერ შეუერთდებოდა. მშვიდობას მოაქვს განვითარება, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილია განახლებადი ენერგიის და ჰიდრო ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ქვეყანაში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარზე. ახალი ინვესტიციები თავის მხრივ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს! გვიან მაგრამ ევროპა მიხვდა, რომ აუცილებელია ენერგობაზრის დივერსიფიცირება, საქართველო კი სანდო პარტნიორია, რომელიც პარტნიორთა მხრიდან მრავალგზის გახდა უსამართლობის მომსწრე, დასავლური კურსის ერთგულია!“ - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner