logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია მოსახლეობას შეხვდა
- +

27 აგვისტო. 2016. 18:04



,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია  მე-7, მე-8 და მე-13 საარჩევნო უბნების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და საკუთარი ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ზუგდიდის მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრა  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ვგრძნობ ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერას და ვხედავ, რომ ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რაც მთავარია, ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვა მისაღებია იმ ასობით ადამიანისთვის, ვისაც შევხვდით და ვესაუბრეთ. ზუგდიდი ემზადება არამარტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ უდიდესი გამარჯვებისთვის",- განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მერაბ ქვარაიას წინასაარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner