პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი სწავლას პენსივლანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. აღნიშნულ ფაქტს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმაურება და პრემიერ-მინისტრის ვაჟს წარმატებებს უსურვებს.
ჩიხელიძე ამბობს, რომ ამ ფაქტმა ოპოზიციის მხარდამჭერებში არაჯანსაღი რეაქცია გამოიწვია და ისინი ნიკოლოზ ღარიბაშვილს აბულინგებენ.
მისი თქმით, პენსილვანიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული სასწავლებელია. როგორც ჩიხელიძე ამბობს, აღნიშნულ სასწავლებელში მოხვედრა საკმაოდ რთულია და მაღალ აკადემიურ მოსწრებას მოითხოვს:
„ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი სწავლას აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს, პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. ის აშშ-ის ერთ-ერთ უძველესი და პრესტიჟულია სასწავლებელია, რომელში მოხვედრაც საკმაოდ რთულია და მაღალ აკადემიურ მოსწრებას მოითხოვს! აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის მხარდამჭერებში საკმაოდ არაჯანსაღი რეაქცია გამოიწვია. ახალგაზრდა, ნიჭიერ მოზარდს აბულინგებენ. ხომ შეიძლება ცოტა ხნით პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და უბრალოდ ქართველი ადამიანის წარმატებით გავიხაროთ. წარმატებები ყველა ნიჭიერ ქართველ ადამიანს!“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.