logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გურულ ფერმერებთან შეხვედრა გამართა
- +

30 ივნისი. 2022. 16:04

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან  და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს.

 

„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია. ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

„გურიის რეგიონისთვის თხილის წარმოება ერთ-ერთ ძირითად და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. რეგიონში გვაქვს არაერთი მსხვილი გადამამუშავებელი საწარმო. სახელმწიფო მუდმივად დგას ფერმერების გვერდით. შესაბამისად უწევს მათ დახმარებას, რათა ფერმერებმა აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და შემდგომში შეძლონ მისი მაღალ ფასში რეალიზაცია“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner