ოზურგეთის ტექნოპარკში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით, „იდეათონი“ გაიმართა. ლიდერთა სკოლისა და ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრებმა ჩანვას ბიზნეს მოდულის საფუძველზე იმუშავეს საწარმოების მოდელირებაზე, ჩამოაყალიბეს 14 ბიზნეს იდეა და პროექტის დასკვნით ნაწილში, თავიანთი პრეზენტაციები წარუდგინეს პოტენციურ ინვესტორებს.
ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების ხელმძღვანელები, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„იდეათონის“ მონაწილეები სხვადასხვა სახის სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.