logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ჰეროკრატია“ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულთა ეკრანული მიმოხილვაა
- +

27 აგვისტო. 2016. 18:07



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" ფილმ „ჰეროკრატიაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმს თავდაპირველად „9+1" ერქვა, მაგრამ შემდგომ სახელწოდება შეიცვალა. რეჟისორის თქმით, ფილმი სააკაშვილის რეჟიმის უამრავ დანაშაულს აღწერს.



„თავდაპირველად ფილმის სამუშაო სახელწოდება „9+1" იყო, ახლა „ჰეროკრატია" ჰქვია. მაყურებელი ფილმის ნახვის შემდეგ მიხვდება, რატომ გადავარქვი სახელი.

 

ყველაფრის ჩატევა ერთ წელიწადში, ერთ ფილმში შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი (ფილმი) საკმაოდ მოცულობითია, 24 სერიაა, თითოეული 40 წუთის ხანგრძლივობის. ეს არის 12 სრულმეტრაჟიანი ფილმი. თანაც - მხატვრული ფილმი, თავისი არსითა და სტრუქტურით.

 

სააკაშვილის რეჟიმს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.  მარტო ჩვენ 1200 ინტერვიუ  ჩავწერეთ, ამის საფუძველზე „თეთრი წიგნის"  გამოცემა გვაქვს განზრახული.

 

პროკურატურაში 18 ათასი საჩივარია შეტანილი. ჩვენ ამ მასიდან ამოვირჩიეთ ისეთები, რომლებშიც სახელმწიფო მანქანა თრგუნავდა და კლავდა ხშირ შემთხვევაში ერთ, ცალკე აღებულ ადამიანს, და ასეთ დანაშაულში პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი ბადრაგით დამთავრებული, ყველა რანგის საჯრო მოხელე, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მონაწილეობდა.

 

ფილმი „ჰეროკრატია" სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულათა ეკრანული მიმოხილვაა",  - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner