logo_geo
eng_logo
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ჭალა-ბოხვაურში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გაიხსნა
- +

11 დეკემბერი. 2022. 14:33

 

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ  ,,ქართუს“ დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალა-ბოხვაურში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გაიხსნა.

 

ეკლესია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, XIX საუკუნით თარიღდება.  ნაგებობისგან მხოლოდ სამრეკლო და ნანგრევები იყო შემორჩენილი. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია და ტაძარს ისევ დაუბრუნდა ძველი იერსახე.

 

ტაძრის საზეიმო გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, ფონდი „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

 

ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.

 

 

https://www.facebook.com/GuriisMkhare/posts/pfbid02NaqKyLbN3KhpmD2HyrbuCcTE689SFkHVEnE2xAX8UfFXJe8dWRSmn1eADVbsieJZl

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner