logo_geo
eng_logo
გიორგი ურუშაძემ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
- +

17 დეკემბერი. 2022. 16:15

 

 

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

 

„დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

 

აქტიურ ფაზაშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8-კილომეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner