logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: როგორც ყველას შვილის წარმატება მიხარია, იმავენაირად გამიხარდა, რომ ჩვენ პრემიერს ნიჭიერი და მშრომელი შვილი ჰყავს, ნამდვილად გულით ვულოცავ!
- +

19 დეკემბერი. 2022. 15:20

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„სწორედ დღევანდელ დღეს, მინდა, მივულოცო ნიკოლოზ ღარიბაშვილს პენსილვანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოწყობა და ვუსურვებ წარმატებას საქართველოს სასახელოდ!..

 

ხოლო, რაც შალვა ნათელაშვილმა დაწერა, ეს არის სამარცხვინო და ამორალური!

 

ამორალურია, როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის შვილზე გადაგაქვს აგრესია, ანთხევ ბოღმას...

 

ცნობისთვის, სააკაშვილის რეჟიმის დროს, მხოლოდ საკუთარ შვილებს და  თავისიანებს აფინანსებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო პრემიერი ღარიბაშვილის შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს ათასობით ახალგაზრდის უცხოეთში სწავლა -განათლებას (ღარიბაშვილის შვილს არ აფინანსებს, არ შეგიყვანონ შეცდომაში)...

 

როგორც ყველას შვილის წარმატება მიხარია, იმავენაირად გამიხარდა, რომ ჩვენ პრემიერს ნიჭიერი და მშრომელი შვილი ჰყავს, ნამდვილად გულით ვულოცავ!

 

ყველამ  ვიცით, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში მხოლოდ ძალიან ძლიერ სტუდენტებს იღებენ და იქ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი შვილი ხარ...

 

შალვა ნათელაშვილი კი ბოღმა და ბოროტია, ისედაც ვიცოდი, მაგრამ კიდევ დაამტკიცა, უკადრებელი იკადრა“ - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner