ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შრომასა და წვერმაღალაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
-
+
3 დეკემბერი. 2022. 16:16
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შრომასა და წვერმაღალაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება:
- წვერმაღალა - სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა და განახლება;
- სოფელი შრომა - ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მინიმუმ 60 ბავშვზე იქნება გათვლილი;
- სოფელი შრომა (ხრიალეთის უბანი) - წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად.
სამუშაოების მიმდინარეობას, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო.