logo_geo
eng_logo
რიში სუნაკი: ვიდრე რუსეთის ჯარები არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები
- +

19 დეკემბერი. 2022. 18:38

 

 

„რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

 

აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა.

 

„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

სუნაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცე მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner