logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ყველა ნიკოლოზთან, ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად, ნიკა ღარიბაშვილს გაუმარჯოს!
- +

19 დეკემბერი. 2022. 18:59

 

 

„მოვისმინე უკიდეგანო უტიფრობით ცნობილი „პოლიტტიპაჟის“ ბოღმით და შურით სავსე კომენტარი ნიკა ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფაქტის გამო.

 

ფსკერის ფსკერი წარმოიდგინეთ და...

 

თავისი უმწიკვლო ოჯახის „გამოცდილება“ გაგვიზიარა.

 

ღმერთმა მის შვილს ხელი მოუმართოს, მაგრამ სხვას - ღირსეულს ასე ბინძურად რას ერჩის?...

 

მე მაინც არ ვიცოდე, რა ნაგავიც თავად არის ეს ნაბიჭვარი, რეებს მთხოვდა ან როგორ გაიკეთა კარიერა „იმ“ დროში…

 

(გვარს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით... უხსენებელია,  დემაგოგიის კლასიკოსი, „ნამდვილი“ ტელევარსკვლავი!)

 

ორი დღის წინ, ერთი მინისტრის შვილები ამოიღეს მიზანში. დღეს მორიგი მსხვერპლი - ივანიშვილები, ღარიბაშვილები...

 

შვილებს თავი დაანებეთ, „კაგებეშნიკობით“ დაფრთიანებულო, თქვე პროფესიონალო არამზადებო!

 

ყველა ნიკოლოზთან, ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად, ნიკა ღარიბაშვილს გაუმარჯოს!

 

წარმატებით და თავაწეულმა იარე, შვილო, შენს თანატოლ თანამემამულეებთან ერთად!

 

გეცხოვროთ ბედნიერ საქართველოში!

 

 

 p.s

აქვე, მეტი სიცხადისთვის, ჩემს მოკლე კომენტარს თან ვურთავ ჟურნალისტ ნუკა არველაძის სტატუსსაც, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„ძალიან ვიამაყე, როცა ნუნუკა თამაზაშვილის პოსტი ვნახე - გამეხარდა, რომ კიდევ ერთი საამაყო ქართველი თავისი შესაძლებლობებით ქვეყანას საზღვრებს გარეთ ასახელებს!!!

ჩააბარა გამოცდა, უმაღლესი ქულები დაიმსახურა, მოიპოვა დაფინანსება და ეს შეძლო საკუთარი გონიერებით!!!

ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის Wharton School-ში ისწავლის და ეს შესანიშნავია.


რომ არა ღვარძლიანი და ბოროტი გამოხმაურება გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგიდან - რა პასუხი შეიძლება გაგცეთ ადამიანმა, საკუთარ შვილებზე ილოცეთ და უფალს პატიება სთხოვეთ სხვისი შვილების დაკნინებისთვის!

აი, ნიკოლოზ ღარიბაშვილს  კი პირველ რიგში ნიკოლოზობას მივულოცავ! დაიფაროს და გააძლიეროს სასწაულმოქმედი წმინდანის ძალამ და მადლმა! საუკეთესოს გისურვებთ! იყავი დღეგრძელი და ჯანმრთელი! იყავი თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი! ჩვენს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კი აქვე მივულოცავ - გილოცავთ და წარმატებები ნიკოლოზს"

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner