logo_geo
eng_logo
უვადოდ მსჯავრდებულებმა პატრიარქის საჩუქრები მიიღეს
- +

27 აგვისტო. 2016. 18:14



მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პირებმა საქართველოს პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს.



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საპარტიარქოს წარმომადგენლებმა დღეს გადასცეს და მარიამობა მიულოცეს.



მსჯავრდებულებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული, საეკლესიო ლიტერატურა, ხატები და სანთლები გადაეცათ.



საქართველოს პატრიარქმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები გამოუგზავნა. ილია II- მათ მიმართ დიდი სიყვარული გამოიჩინა, ამას თავად მსჯავრდებულებიც გრძნობენ და ამ სითბოს თითოეული მათგანი აღნიშნავს",- განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ.



მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საჩუქრებს სხვა დაწესებულებებში მყოფი უვადოდ მსჯავრდებულებიც მიიღებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner