logo_geo
eng_logo
Reuters: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ
- +

20 დეკემბერი. 2022. 00:51

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.

ზედა ზღვარის ამოქმედება შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლიდან. შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება ქვეყნების მიერ წერილობით, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის შემოღების მიზანი ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შერბილებაა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა „ბოლოს მოუღებს რუსეთის მიერ ბაზრის მანიპულაციას“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner