logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: აშშ ჯერ არ იყენებს „ლენდ-ლიზს“ და უკრაინას სამხედრო დახმარებას სხვა პროგრამების ფარგლებში უწევს, რათა უკრაინის ბიუჯეტი დაზოგოს
- +

20 დეკემბერი. 2022. 01:11

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ იყენებს „ლენდ-ლიზს“ და უკრაინას სამხედრო დახმარებას სხვა პროგრამების ფარგლებში უწევს, რათა უკრაინის ბიუჯეტი დაზოგოს.

ამ ინსტრუმენტის [„ლენდ-ლიზი“] უპირატესობა არის სიჩქარე, რომლითაც აშშ-ის ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებებს გამარტივებული პროცედურით ზედმეტი ბიუროკრატიისა და აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების თითოეულ პაკეტზე კენჭისყრის აუცილებლობის გარეშე. მინუსი არის ის, რომ ამერიკელების მიწოდების მოცულობა „ლენდ-ლიზის“ ფარგლებში პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის ფინანსურ შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.

მისი თქმით, ახლა აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას საკუთარი ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე უწევს იმის გამო, რომ უკრაინის დახმარების არარსებობა ან მისი არაეფექტურობა მოიტანს საბედისწერო შედეგებს მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროსთვის.

ეს პროგრამები, „ლენდ-ლიზისგან“ განსხვავებით, არ ითვალისწინებს მოწოდებული იარაღის ღირებულების ანაზღაურებას უკრაინის მიერ.

9 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner