logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სანდრა რულოვსს თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, საერთოდ არ გამოჩნდებოდა საქართველოში
- +

27 აგვისტო. 2016. 18:26



სანდრა რულოვსი აბსოლუტური შემთხვევითობაა საქართველოს სინამდვილისთვის", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან" საუბრისას.



ხაინდარავას განცხადებით,თუ სამეგრელოში „ნაცმოძრაობა" გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ სამეგრელომ თავისი თავი დაკარგა.



მე მგონი, უმჯობესი იქნება, თავის ქვეყანაში წავიდეს და მიწათმოქმედებას მიხედოს. ეგებ, გლეხის ქალობით უკეთ გაიტანოს თავი, რადგან ვერ შედგა როგორც პირველი ლედი ჩვენი ქვეყნისა. იგი მორალურად სრულად ინაწილებს იმ დანაშაულებრივ ტვირთს, მის ქმარს და იმ სექტას რომ აწევს, რომლის სახედაც ცდილობენ ამ ქალის წარმოჩენას. მას თავმოყვარეობის ნასახი რომ ჰქონდეს, საერთოდ არ გამოჩნდებოდა საქართველოში, ფეხს არ დაადგამდა სამეგრელოს მიწას, სადაც კოხტა კოდუები და მისთანანი სააკაშვილის კაციჭამიურ პოლიტიკას პრაქტიკულად განახორციელებდნენ. იგი ისეთივე გარყვნილი ადამიანია პოლიტიკურადაც და ზნეობრივადაც, როგორიც მისი ქმარი.

 

სამეგრელოში თუ აირჩევენ, სამეგრელოც არ ყოფილა და ეგაა! აღარ არსებობს თურმე ჩემი მხარე და ჩემი კუთხე! თუ იქ ნაცმოძრაობა" გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ მან - სამეგრელომ თავისი თავი დაკარგა. მაგრამ, არა მგონია, რომ ცოტნე დადიანის მხარე ამდენად დაძაბუნდეს და ამდენად დაეცეს მორალურად", - აცხადებს გოგა ხაინდარავა.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner