logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა : ე.წ. ციხის კადრები „დადგმული“ იყო სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების მიერ
- +

27 აგვისტო. 2016. 18:32



გოგა ხაინრდავა ე.წ. ციხის კადრებს სააკაშვილ-მერაბიშვილის მიერ „დადგმულს" უწოდებს და აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების რაოდენობა 35 ათასზე მეტია.

„დადგმული" იყო დიახაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების მიერ და შესრულებული კოხტა კოდუების, მეგის ქარდავების და სხვა ჯალათების მიერ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ამ მიმართულებით მიუძღვის ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მკივანა ჯგუფს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველი საზოგადოებისთვის დაეხურათ სიმართლის კარი. ისინი ფულს იღებენ და არსებობენ იმისთვის, რომ ჯებირები დადგან საზოგადოების განვითარების გზაზე. პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების რაოდენობა 35 ათასზე მეტია. როცა ამ მასას ლეგალურ გზას გადაუკეტავ, იგი არალეგალურად გავრცელდება, ისე, როგორც ნარკოტიკები, იარაღი, როგორც ნებისმიერი აკრძალული ხილი. მათი მიზანი იყო ამ ფაილების გამოყენება პოლიტიკური ბატალიების დროს წინასაარჩევნო პერიოდში",- აცხადებს გოგა ხაინდრავა.


რეჟისორი აცხადებს, რომ პირადად ესაუბრა იმ ადამიანებს, რომელთაც რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს.

„დადგმულიაო, იძახიან... მაშინ დაგვისახელონ მონაწილე არტისტები. ვერ დაასახელებენ, რადგან ცრუობენ. წამება-გაუპატიურების ფაილები სავალალო სიმართლეა. პირადად შევხვედრივარ იმ ადამიანებს, რომლებიც ნაწამები იყვნენ. ჩაწერილი გვაქვს მათი მონაყოლი. თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ მათგან ცოტამ გაბედა, ესაუბრა იმაზე, რაც თავს გადახდა. ვინც ილაპარაკა, გმირობის ტოლფასი რამ ჩაიდინა",- აცხადებს ხაინდრავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner