„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამა „CashBack“ საახალწლოდ „ლიბერთის“ Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე მაღალ ქეშბექს დაუბრუნებს! აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში „ლიბერთის“ Visa ბარათით „ლიბერთის“ ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 60%-მდე ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ.
მეგობარი ობიექტები, რომლებშიც „ლიბერთის“ მომხმარებლები ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას:
მინისო • Miniso
Tsvara • ცვარა
Xs Toys
Biblusi • ბიბლუსი
Pepela toy store • პეპელას სათამაშოები
IKANI • იკანი
SEZONI.GE
სმაგლერსი • SMUGGLERS
Jungle Fever
დაელოდე აქციების ზუსტ თარიღებს და გაზრდილი ქეშბექის რაოდენობას, მანამდე კი, თუ „ლიბერთის“ Visa ბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია:
ესტუმრე „ლიბერთის“ ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში გახდი „ლიბერთის“ Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking
თუ უკვე გაქვს „ლიბერთის“ ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია „ლიბერთის“ მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ „ლიბერთის“ ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ „ლიბერთის“ ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს „აქტივაცია“ და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში „ლიბერთის“ ბარათით „ლიბერთის“ ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.