რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმზე გადაღებულ ფილმ „ჰეროკრატიაზე" ისაუბრა. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ქართველი საზოგადოების პრობლემაა ის, რომ დაუშვა, „ნაციონალური მოძრაობის" ამ რეჟიმს ფეხი მოეკიდებინა საქართველოში. სწორედ ამ პრობლემამ მისცა სტიმული და ენერგია შემოქმედებით ჯგუფს, რომ რწმენა და პროტესტი ჩაედოთ ამ ფილმში.
„ქართველმა საზოგადოებამ, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც ყოველთვის წმინდად იცავდა მართლმადიდებლობის ფუძემდებლურ პრინციპებს და დღეს ქრისტიანობის ერთ-ერთი გადარჩენილი აკვანია მთელ მსოფლიოში, დაუშვა, რომ მის ქვეყანაში ფეხი მოეკიდა გაუნათლებელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წერა-კითხვის უცოდინარი ბოგანოების მიერ ჩამოყალიბებულ უსასტიკეს, ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც, ვფიქრობ, საზოგადოების ბრალია", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, სწორედ ამ პრობლემამ და ტკივილმა მისცა შემოქმედებით ჯგუფს მუხტი და შესაძლებლობა, რომ რწმენა და პროტესტი ჩაედოთ ამ ფილმში.
„ამ საფიქრალმა და ტკივილმა მოგვცა იმის მუხტი და შესაძლებლობა, რომ მთელი ჩვენი ენერგია, რწმენა, პროტესტი ჩაგვედო „ჰეროკრატიაში". საზოგადოება ნახავს ამ ყველაფერს, შეგვაფასებს ჩვენ და, ვიმედოვნებ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავსაც", - აღნიშნა გოგა ხანიდრავამ.