სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, შემდგომში კი საპატიო მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა.
ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში იმყოფებოდნენ კაპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, თანამებრძოლები, თანასოფლელები და სტუმრები. მათ პოლკოვნიკის ხსოვნას პატივი მიაგეს და ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
თანამებრძოლებმა გაიხსენეს ბრძოლის ეპიზოდები და აღნიშნეს რომ ბრძოლაში იყო უშიშარი და ყველასთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი.
ტარიელ შარიფაშვილი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, თანამებრძოლებთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
დღეს მას 62 წელი შეუსრულდებოდა.