logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა თეთნულდზე მშენებარე საბაგიროები დაათვალიერა
- +

27 აგვისტო. 2016. 19:11



სვანეთში, კურორტ თეთნულდზე  4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს  პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო. დიმიტრი  ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების  კომპანიის" ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.



საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას  „კავკასუს როუდ პროჯექტი "  და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.   აღსანიშნავია, რომ თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner