logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ზელენსკიმ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მოცემული, თუმცა ვენეციის კომისიის განახლებული მოსაზრება არ გაითვალისწინა
- +

20 დეკემბერი. 2022. 19:42

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის გაუმჯობესების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ხელმოწერილი რედაქცია საჯარო ექსპერტებმა გააკრიტიკეს და ის ვენეციის კომისიის განახლებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი ერთ-ერთია, რომელზეც დამოკიდებულია უკრაინის შემდგომი სვლა ევროკავშირის წევრობისკენ.

13 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის გაუმჯობესების შესახებ“, თუმცა ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა რაოდენობაზე შესწორების გარეშე, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეთა დამოუკიდებელი შერჩევის ეფექტურობას.

მანამდე სასამართლო რეფორმის დარგის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამან შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოაქციოს და პარლამენტს სთხოვეს, არ მიეღო კანონი ამ ფორმით.

19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა განახლებული მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით და რეკომენდაცია გასცა, მასში შესწორებები შესულიყო საჯარო ექსპერტების მიერ მოწოდებული ფორმულირებით.

ვენეციის კომისია მოსაზრებაში მიუთითებს, რომ ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, უნდა შეიცავდეს მეშვიდე წევრს - დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს.

გარდა ამისა, ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებები სავალდებულო უნდა იყოს, ანუ კანდიდატი, რომელმაც ვერ გაიარა ტესტირება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner