logo_geo
eng_logo
კულება: პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ
- +

20 დეკემბერი. 2022. 20:16

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით. იმ ინფორმაციით, რაც ახლა გვაქვს, ამ შეხვედრაზე კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. ფაქტობრივად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთელი რიგი ობიექტები და გარკვეული ნაწილი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner