logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მიზერული შანსიც არ არსებობს მათი დაბრუნების!
- +

27 აგვისტო. 2016. 19:13



რეჟისორმა გოგა ხაინრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას" განაცხადა, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ რეალობასთან გვაქვს საქმე.



ბოროტმოქმედი მიხეილ სააკაშვილი იძებნება საქართველოს მართლმსაჯულების მიერ. მას კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული, რომელიც ადრე თუ გვიან დაუმტკიცდება, ამის პირობას ვაძლევ ყველას. იგი თავს აფარებს მეზობელ ქვეყანას, საიდანაც პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის მოწმე მთელი საქართველოა. თბილისში ფუნქციონირებს დივერსიული საზოგადოებარუსთავი-2", რომელიც მისი ყველა ბოროტი გეგმის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს მიზანმიმართულად, დაუფარავად, ჩვენ თვალწინ.

 

პირდაპირ გეტყვით - აღარაფერი მიკვირს ქართული პრესის, რომელიც მერკანტილური ინტერესების გამო ღიად უჭერს მხარს ასეთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. თუ არა მერკანტლიზმი, სხვა ვერაფრით აიხსნება, როცა მედია, საკუთარი რეიტინგული და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მისივე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ფარვატერს მიჰყვება.

 

ნაცებს სჭირდებათ ასეთი პოლიტიკის განხორციელება, რათა აირიოს ყველაფერი, დაიწვას, აფეთქდეს და დაიფერფლოს მთელი ქვეყანა.

მაგრამ ვერ მოესწრებიან, რადგან მათი დრო წავიდა. ისინი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაქართულ ოცნებასთან" აქვთ პრობლემა. არადა, პრობლემა დროსთან და ქართველ ხალხთან აქვთ, ამიტომაც არიან განწირულები. მიზერული შანსიც არ არსებობს მათი დაბრუნების! მსოფლიოს მთელი ბნელეთი რომ დაუდგეთ უკან, ისინი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან, რადგან არ მიიღებს საქართველო მათ.

 

ან საქართველო არ იქნება, ან ისინი არ იქნებიან. ორივეს ერთად ყოფნა წარმოუდგენელია!" - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner