გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
გერმანიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „ჩინეთისა და ევროპის საერთო ინტერესს ომის დასრულებაში“, იმ წინაპირობით, რომ რუსეთი უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს.
სატელეფონო საუბრის დროს შტაინმაიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარის მიუღებლობისთვის.