ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ტიტულის აღსანიშნავად ბუენოს-აირესის ქუჩებში 4 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები სპეციალურ ტურს აწყობენ და თასით ხელში ავტობუსით გადაადგილდებიან.
თუმცა, ხალხის ნაკადის გამო გადაადგილება შეუძლებელი გახდა და ფეხბურთელებს ავტობუსიდან ვერტმფრენით გამოიყვანენ.