logo_geo
eng_logo
ბათუმში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ხანძარი გაჩნდა
- +

21 დეკემბერი. 2022. 10:06

 

 

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა. ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე შენობის პირველ სართულზე ხანძარი დილით გაჩნდა.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ბანკის ინვენტარი. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner