logo_geo
eng_logo
წელს შიდა ქართლში 32 მილიონი ლარის 370 პროექტი დაფინანსდა
- +

21 დეკემბერი. 2022. 10:18

 

 

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მერებთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ შიდა ქართლი საქართველოს მასშტაბით ლიდერია შესრულებების ნაწილში. წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის, დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. პროექტები განსხვავდება თავისი მასშტაბებით. წელს ამ 32 მილიონიდან 8 მილიონი ლარი მიიმართა წყალმომარაგების პროექტებზე. კარგი მაგალითია ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

 

შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

ქალაქ კასპში, ასევე, მიმდინარეობს ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს ქალაქში შესასვლელი აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner