logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ფაქტობრივად ციხეებში ვცხოვრობდით... ყველაზე მძიმე დღეები იყო...
- +

27 აგვისტო. 2016. 20:34



კინოთეატრ „რუსთაველში" გოგა ხაინდრავას რეჟისორობოთ გადაღებული მრავალსერიანი ფილმის, „HEROკრატიას" პრემიერა მიმდინარეობს.


პრემიერის დაწყებამდე ხაინდრავამ დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებები მის გუნდს ძალიან მძიმე პირობებში უწევდა.

 

 

„ფილმის გადაღება 167 დღე მიმდინარეობდა, ძალიან მძიმე პერიოდში და პირობებში გვიწევდა ფილმის გადაღებები. ფაქტობრივად ციხეებში ვცხოვრობდით...

ყველაზე მძიმე დღეები იყო...

 

არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო შემოქმედი, ვის ბედზე გაიარა ამ ჯოჯოხეთმა, ჩვენ ყველანი ვართ ამ მსხვერპლნი, ყველანი ვართ დამნაშავე იმაში, რაც მოხდა...

 

 

1600 ინტერვიუდან (ვისაც უშუალოდ გადახდა სასტიკი ამბები) ავარჩიეთ სახელმწიფო დანაშაულის საქმეები..."- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.



გოგა ხაინდრავამ შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა.


ამჯამად კინოთეატრის დიდი დარბაზი სრულიად შევსებულია. პრემიერას საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ესწრებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner