logo_geo
eng_logo
ცნობილია, როდის გაიხსნება თბილისში საშობაო სოფელი
- +

21 დეკემბერი. 2022. 11:11

 

 

 

თბილისში საშობაო სოფელი 23 დეკემბერს 19:00 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„მეგობრებო, შეგახსენებთ, დედაქალაქში საშობაო სოფელი გაიხსნება 23 დეკემბერს 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს.

 

თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას.

 

რას მთავარია, 23 დეკემბერს მობრძანდება თოვლის ბაბუა ელფებთან ერთად და ბინას დაიდებს საშობაო სოფელში. დარწმუნებული ვარ, სანტას სახლში დიდი სტუმრიანობა იქნება ამ სადღესასწაულო დღეებში.

 

ასე რომ გელით ყველას ორბელიანის მოედანზე! დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში!“ - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner