logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დღეს თავდაცვის სამინისტროს განვითარება შეუქცევად პროცესად იქცა, რომელიც საკანონმდებლო დონეზეა აყვანილი
- +

21 დეკემბერი. 2022. 11:25

 

 

„არაერთხელ დამიწერია თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სიახლეების შესახებ. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ თავდაცვის სამინისტროში რეალური ცვლილებები ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძემ წარმატებით გააგრძელა. დღეს თავდაცვის სამინისტროს განვითარება შეუქცევად პროცესად იქცა, რომელიც საკანონმდებლო დონეზეა აყვანილი“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის განცხადებაც არის მოზომილი და სამართლიანი:

 

„რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსის განხილვა მოხდა, კოდექსზე აქტიურად იმუშავა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც თავისუფლად შეიძლება ითქვას რევოლუციური მიდგომები შემოიტანა. კოდექსში საუბარია მთელ რიგ სიახლეებზე, მათ შორის უმთავრესია, რომ მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, შეიქმნება ძლიერი რეზერვი, იცვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადები, რომელიც პირის შემდგომ კარიერულ არჩევანზე იქნება დამოკიდებული და ა.შ. თავდაცვის კოდექსი ინოვაციური მიდგომაა, რომელიც სრულად ცვლის და ზრდის თავდაცვის სამინისტროს როლს!

 

ცალკე უნდა აღინიშნოს მინისტრ ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძის ფიგურა, რომელიც ერთი მხრივ არის „ქართული ოცნების“, როგორც გუნდის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი წევრი, მეორე მხრივ კი მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის როლი ყოველდღიურად იზრდება, საინტერესოა ჯუანშერის მიერ დასმული პოლიტიკური აქცენტები, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოსახლეობის პოზიციასთან. რამდენიმე დღის წინ მინისტრმა სააკაშვილის შესახებ გააკეთა განცხადება „თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ“ მისი განცხადება ნამდვილად გახლავთ საზოგადოების განწყობის გამოძახილი და სუვერენული სახელმწიფოს მინისტრის ჯანსაღი პოზიცია, რომლისთვის მთავარი საქართველოს ინტერესებია.

 

მან, ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილს ახლა ტერორში ჰყავს მედპერსონალი, ნამდვილად ასეა, ადრე თუ ის მთელ საქართველოს ატერორებდა, ახლა შედარებით მცირე მასშტაბებზეა გადასული და მხოლოდ მედპერსონალს ატერორებს რაც დაუშვებელია, რადგან არავის აქვს უფლება სამსახურებრივი მოვალეობის დროს, შეურაცხყოს და დააბულინგოს ადამიანი. დღეს საქართველოს ჰყავს თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის განცხადებაც არის მოზომილი და სამართლიანი, მან ზუსტად იცის რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ჯარი და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ქართული თავდაცვისუნარიანობა და ბრძოლისუნარიანობა აამაღლოს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner