წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა კაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, შვილმა სასტიკად სცემა. ის მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ძალადობაში ბრალდებული 40 წლის შვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი დეტალები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსია ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბია.