logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: არსად მინახავს უფრო გაბოროტებული, უსამართლო ხალხი-ვიდრე ეს ფსევდო ლიბერალები...
- +

27 აგვისტო. 2016. 21:19



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„პირად ცხოვრებაზე, გარეგნობაზე ქილიკი, ადამიანის ლანძღვა-გინება და დაცინვა რაიმე ნიშნით მხოლოდ მაშინ ყოფილა მიუღებელი, როცა შენს 6 ან 8 მეგობარს ან ახლო წრეს ეხება. ადამიანის ყველანაირი უფლება და ყველანაირი ფასეულობა არაფერი ხდება, როცა სხვისი ლანძღვა და დაცინვა გინდება, არა?

 

რა ყალბები ხართ, ბატონებო და ქალბატონებო... რა გაბოროტებულები და რა ჭორიკნები. ზუსტად მასეთივეა თქვენი დაცული ადამიანის უფლებებიც ამ ქვეყანაში. სანამ სხვაზე სალანძღავ ტექსტებს გამოაცხობდეთ და ვინმეს რამეს დაუწუნებდეთ, საკუთარ საქმიანობას გადახედეთ-ადამიანის უფლებები რომ დაიცვა, მინიმუმ ადამიანები უნდა გიყვარდეს და არა საკუთარი სექტის გარდა ყველა მტრად მიგაჩნდეს.

 

ზუსტად მაქედან დაიწყეთ ათვლა, რა ბოღმას და განხეთქილებებს თესავთ ქვეყანაში საკუთარი ფსევდო მიდგომებით და ფასეულობების მახინჯად წარმოჩენით.

 

ადამიანია ფასეული და არა თქვენი მოგონილი გამყოფი ხაზები, რითაც ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებთ და ყოფთ.

 

არსად მინახავს უფრო გაბოროტებული, უფრო უსამართლო და უფრო განხეთქილების მაპროვოცირებელი ხალხი-ვიდრე ეს ფსევდო ლიბერალები და ფსევდო უფლებადამცველები..."- წერს რაზმაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner