logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ოთარ ზურაბიშვილს სააკაშვილის დროინდელი პატიმრების მდგომარეობით დაინტერესებას ურჩევს
- +

21 დეკემბერი. 2022. 13:23

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმას, საფრანგეთში მცხოვრებ ოთარ ზურაბიშვილს.

 

„კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს მიშას ციხის რეჟიმის დროინდელი 30 000 პრობაციონერი და ამჟამად 2022 პატიმარი.

 

იქნებ მათ ჯანმრთელობაზეც  შეწუხდეთ, ბ-ნო ოთარ, უშუამდგომლოთ ევროპის კლინიკებში.

 

რამდენი ოჯახი დაგლოცავთ! საქართველოს იმიჯის ჯანმრთელობისთვის!“ - წერს გოგა ხაინდრავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner