logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეს უკატასტროფულესი მოქალაქე იძახის, როგორც კი ვაშინგტონიდან დარეკავენ, მიშას ეგრევე გაუშვებენო
- +

21 დეკემბერი. 2022. 13:44

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოოოოოოოოოოოოო!

 

მოქმედი ხო გვყავს კატასტროფა და ეს გარდასული კიდე მთლად უკატასტროფულესია, რააააა!

 

გამოუყვანიათ ტელევიზორში კაი ნასვამ-გაპროჭილი და იძახის, მიშას გადაყვანის საკითხი ეგრე არ მოგვარდება, რეზოლუციები და ზელენსკის განცხადება არ უშველის, ამათ ამ ეტაპზე უკრაინელებისა არ ეშინიათ, ვაშინგტონიდან არის ერთი ზარი საჭიროო.

 

გაიგონეთ?

 

ეს უკატასტროფულესი მოქალაქე იძახის, როგორც კი ვაშინგტონიდან დარეკავენ, მიშას ეგრევე გაუშვებენო... ამათ ამ ეტაპზე უკრაინელებისა არ ეშინიათო.

 

„დაჟე“, უკრაინელებისაც უნდა გვეშინოდეს და ამ ეტაპზე არ გვეშინია?!

 

მივმართავ ამის დუშელ მეზობლებს:

 

ხალხო, ცოტა ხნით მაინც ააცალეთ „კარბიდის“ არაყი, მოხარშული კარტოფილი და „კილკა“ (ჭიჭყინა), თორემ ახალი წლის მერე ისეთებს მოყვება, შეგარცხვენთ არა მხოლოდ სუამის მასშტაბით, ეუთოს მასშტაბითაც!

 

კინოებში ბევრი ჩლუნგი აგენტი მინახავს, მაგრამ ეგეთი? არა და არასოდეს!

 

მმმმმუუუააჰაჰაჰაჰაჰა!

 

ერთი ზარია საჭირო აშუშუდანო, ხალხოოოო, ეს იძახის, ეს მქსოველი მეკარტოფილე, ესა!" - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner