logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა:მიშა, დაბადების დღეს გილოცავენ იმ ქვეყნიდან, შენ მიერ ნაწამები ადამიანები!
- +

21 დეკემბერი. 2022. 14:10

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, ციხეები ჯოჯოხეთად რომ აქცია და თავად ლუქსკამერა პალატაშია, დედა რომ ადგას თავზე და ექიმებს ისევ ტერორში აყენებს. დღეს ბედნიერი იქნებოდა ბევრი პატიმარი, ცოცხალი რომ გადარჩენილიყო, ჩემი მეგობარი უჩა გოდელაძე  გამახსენდა, მხოლოდ იმიტომ დაიჭირა სააკაშვილის რეჟიმმა, „კანონიერი“ ქურდის სტატუსი რომ ჰქონდა, მთასავით ახალგაზრდა ბიჭი, უსაყვარლესი, კარგი მეგობარი, კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ნარკოტიკი არ გაუსინჯავს, თურქეთიდან შემოიტყუეს, სპეცოპერაციით დააკავეს, გააშიშვლეს და კამერიდან კამერაში დაატარებდნენ რომ ეთქვა, ქურდი არ იყო. მან ეს არ გააკეთა, ცემდნენ 24 საათი და ცემაში შემოაკვდათ, მერე მორგში დააგდეს როგორც უპატრონო გვამი და შემთხვევით მისმა მეზობელმა იცნო, დასახიჩრებული, დალურჯებული, გაჭრილ-გაკერილი გვამი გაატანეს ოჯახს, თან გააფრთხილეს, ხმა არ ამოეღოთ, გასვენებაში კუდის „მანქანები დაყვებოდა ჭირისუფალს, ყველას გვთვლიდნენ, პატარა შვილი დარჩა, მასაც უნდოდა, ეხარა შვილის ბედნიერებით, არ აცადეს, დაჩეხეს, მოკლეს და გადააგდეს! ჰოდა, მიშა, დაბადების დღეს გილოცავენ იმ ქვეყნიდან, შენ მიერ ნაწამები ადამიანები!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner