logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: საკუთარი შვილის საფლავზე, რომ არ აეფეთქებინათ, დღეს 63 წლის გახდებოდა!
- +

27 აგვისტო. 2016. 21:19



„საკუთარი შვილის საფლავზე, რომ არ აეფეთქებინათ, დღეს 63 წლის გახდებოდა"- ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი იური ვაზაგაშვილს იხსენებს.


იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული მისი შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს.


მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.


მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვალება აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ვერ დააკონკრეტა.


იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში იბრძოდა პროტესტის სხვადასხვა ფორმებით იმისათვის, რომ გამოძიებას სიმართლე დაედგინა მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.


ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში საშა ხუბულოვთან ერთად ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner