logo_geo
eng_logo
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა
- +

21 დეკემბერი. 2022. 16:08

 

 

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი საერთო ფართობია 4294 ჰექტარია.

 

აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მიზანი მაჭახელას ხეობაში ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვაა.

 

დაცული ლანდშაფტი ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე.

 

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი მიმდინარეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის,  მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner