logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: საინტერესოა, რას უმზადებს მათ მომავალი...
- +

27 აგვისტო. 2016. 21:21



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი პატარა გოგონას და პრემიერის ფოტომ მოხიბლა. ამის შესახებ ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


 

„ბუნებრივია ამ ფოტოში პრემიერიც და ბავშვიც.

იშვიათი სიტუაციაა. თბილი და ადამიანური.

ულამაზესი პრანჭია და უმაგრესი პრემიერი.

ნეტავ რაზე ფიქრობდნენ ამ მომენტში?

ამ ფოტოს ნამდვილად შემოინახავს ისტორია.

10 - 20 წლის მერე, მინდა ფოტოს გმირები ვნახო, საინტერესოა, რას უმზადებს მათ მომავალი..."



ლისის ტბის ტერიტორიაზე გამართული საზეიმო მიღება მოულოდნელად პატარა გოგონას საქციელმა გადაფარა. ეს უცნობი გოგონა ბაბუას იქვე სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.


მაშინ, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი სიტყვის სათქმელად სცენაზე გავიდა, მოულოდნელად პრემიერ მინისტრთან უცნობმა, პატარა გოგონამ მიირბინა, ხეჩიკაშვილისთვის განკუთვნილ სკამზე მოკალათდა და პრემიერ-მინისტრს "გაეთამაშა".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner