logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“: კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, დღეს სადგური კვლავ არ არის გაშვებული ექსპლუატაციაში
- +

21 დეკემბერი. 2022. 18:35

 

 

„ეს სამუშაოები დაგვიანებით, მაგრამ დასრულებულია. გარკვეული დეფექტები ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი, რაც საჭიროებს გამოსწორებას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ცუდია ის, რომ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალი

 

„მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იწყებს სადგური მგზავრების მიღებას, არის ის, რომ არ არის სრულფასოვნად და სრულყოფილად ჩატარებული უსაფრთხოების ექსპერტიზა და არ არის ობიექტი ექსპლუატაციაში ჩაბარებული. რაც გამოწვეულია იმით, რომ კომპანია, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, არის სრულიად უპასუხისმგებლოა. მსგავსი არაფერი მინახავს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ცუდია ის, რომ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალია. ეს არის მეტროსადგური, ათასობით მგზავრს ემსახურება დღის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე არასერიოზულ და უპასუხისმგებლო ადამიანის და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო კომპანიამ ვერ შეასრულა სამუშაოები, დღეს სადგური კვლავ არ არის გაშვებული ექსპლუატაციაში. ეს არ არის ისეთი დეფექტები, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით, სატრანსპორტო კომპანია თავისი რესურსებით და ძალებით ამას ბოლომდე მიიყვანს, ცოტას ვიმუშავებთ, ამ დოკუმენტაციის სრულყოფასაც მოვახდენთ და ჩავაბარებთ უსაფრთხოების ექსპერტიზას და იმედი გვაქვს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც არ აღმოჩნდება რამე პრობლემები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სადგურის ექსპლუატაციაში მიღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner