logo_geo
eng_logo
„პაემანი პოეზიასთან“ - მაია კახიძის სარვამარტო საღამო
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

9 მარტი. 2016. 17:49


„პაემანი პოეზიასთან", - ამ სახელწოდებით პოეტმა მაია კახიძემ  ქალთა საერთაშორისო დღეს პოეზიის საღამო მიუძღვნა.  კულტურული ღონისძიება, რომელსაც კახიძის მეგობრები, მსახიობები, პოეტები, რეჟისორები, მომღერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის დარბაზში შედგა.



სალონურ სტილში გამართულ შეხვედრაზე პოეტმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად კრებულიდან სახელწოდებით - „ფიქრიმაიები", ლექსები წაიკითხა.  საღამოზე მიპატიჟებულმა პოეტებმა ასევე წარმოადგინეს ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. პოეზიის საღამოს მუსიკალურ ფონად  პიანინოსა და  გიტარის ჰანგები გასდევდა.  



ესტრადის მსახიობმა, ჟურნალისტმა, პოეტმა მაია კახიძემ  შეხვედრაზე მეგობრებთან ერთად  არაერთი საინტერესო და მხიარული ისტორია გაიხსენა.



პოეტი მადლობას უხდის მიწვეულ სტუმრებსა და მეგობრებს ვინც  პოეზიის საღამოს სითბო შესძინა. 


 

„დღეს მოვიწვიე მეგობრები,  იმიტომ რომ ნაზამთრალი ქალები ვართ და ცოტა გავიხალვათეთ, გავხალისდით, ამ ყველაფერს კი პოეზია უხდება. არ მინდა ლექსების სიყვარული დაიკარგოს, პოეზიას თავის ხიბლი აქვს, ისევე როგორც კარგ რომანს, კლასიკას...   ვფიქრობ, რომ დღევანდელმა საღამომაც ძალიან კარგად ჩაიარა, გვაკლია ასეთი ურთიერთობები, თან ლექსებით ურთიერთობა -  სალონურ სტილში. მე დიდხანს ვიყავი ჩუმად.ბევრი ჩემი მეგობარი ასეთად არ მიცნობდა...  

 

 

მერიდება ხოლმე ვთქვა, მაგრამ  ყველა ასეთ შეხვედრას, ჩემთვის ,გულში,  მამას ვუძღვნი, ვფიქრობ, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო ძალიან იამაყებდა.

 

 

მინდა ვთქვა, რომ ვისაც მაია უყვარს , მისი შემოქმედება მოსწონს, ყველას მადლობელი ვარ.

 

 

მე არ შემიძლია, არ ვწერო, წერის გარეშე უბრალოდ მოვკვდები... ადამიანისთვის, როგორც ჰაერი, წყალი, ასევეა ჩემთვის წერაც და დავწერ, სანამ შემეძლება",  - ამბობს პოეტი

დარბაზში მყოფმა მამაკაცებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. როგორც პოეტი ამბობს, გაზაფხულს ქალების სიხალისე და პოეზია ამშვენებს. საღამოც სწორედ  გაზაფხულის დამახასიათებელი სითბოთი და პოეზიის „თრობით"  დასრულდა. 




 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner