logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
- +

21 დეკემბერი. 2022. 22:32

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საღამოს აშშ-ის კონგრესს მიმართავს. კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ.

აშშ უკრაინას დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას გამოუყოფს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner