ოზურგეთის ტექნოპარკში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ტექნოპარკი 2022 წლის იანვარში გაიხსნა და ბენეფიციარების რაოდენობა 2000-ს აჭარბებს. შეიქმნა 13 პროტოტიპი და 7 თამაში. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 11 პროექტი და ჩატარდა 25-მდე სხვადასხვა ღონისძიება. ოზურგეთის ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა იდეები აქციონ რეალურ ბიზნეს მოდელებად და გახდნენ წარმატებული სტარტაპერები.