logo_geo
eng_logo
მთელი დარბაზი ტიროდა!- შთაბეჭდილება „ჰეროკრატიას“ ნახვის შემდეგ...
- +

27 აგვისტო. 2016. 22:27



უმძიმესი კადრები ვიხილეთ. საყურებლად ძალიან მძიმეა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ."- ასე აფასებს გოგა ხაინდრავას ფილმს „ჰეროკრატიას" საზოგადოება, რომელიც კინოთეატრ „რუსთაველში" პრემიერას დაესწრო.


„რეპორტიორთან"  საუბარში დარბაზში მყოფებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ მცირე დროში ასახული სისასტიკე, რომელიც დღეს ვიხილეთ, მართლაც ყველანაირ ჩარჩოებს სცდება და მაყურებელს აიძულებს, სრული ჭეშმარიტებით შეიგრძნოს თითოეული ნაწამები პატიმარის ყოფა ციხეში სააკაშვილის რეჟიმის დროს.



„ამას სიტყვებით ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო და მიხვდები, თუ რა სასტიკი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ ადამიანები. პარალელების გავლება შეიძლება თუნდაც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთან... ადამიანებს აწამებდნენ, აიძულებდნენ არარსებული ჩვენება მიეცათ, აუპატიურებდნენ, თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ..."- აცხადებს „რეპორტიორთან" მაყურებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა, უბრალოდ არ ისურვა...



„დადუმებული ვარ... იყო ისეთი მონაკევეთები, როდესაც ტირილის შეკავებას ვერავინ ახერხებდა... მთელი დარბაზი ტიროდა... მათ შორის ასაკოვანი მამკაცები და ქალები..."- ფილმის სატელევიზიო პრემიერა ტელეკომპანია „იმედის" ეთერით 6 სექტემებრს შედგება, ხოლო 7 სექტემბერს ტელეკომპანია GDS- ის ეთერით გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner