logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილმა ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლება ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს, იმ ფონზე, როცა ჩვენ, მის მიერ დაკარგულ დოკუმენტებს ვეძებდით, რომ საქართველოს სიმართლე დაგვემტკიცებინა
- +

21 დეკემბერი. 2022. 23:45

 

"ეს ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლების საჯარო მოხელეების, მთავრობის სხვადასხვა შემადგენლობისა და პოლიტიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანა და მოპოვება საერთაშორისო დოკუმენტებისა, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის მართალი, "- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში IMEDI LIVE განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ განცხადების შეფასებისას.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კომენტარებს, რომ ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა.

ნაციონალებისგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან მათ 2008 წლის აგვისტოს ომში გამარჯვებაც კი აზეიმეს საკუთარ ხალხს, მოატყუეს და ამ დროს ჩვენი ჯარისკაცები სულს ღაფავდნენ ბრძოლის ველზე. არ მგონია რომ ისინი რას ამბობენ, ესაა მთავარია ის დიდი წარმატება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ეს ეკუთვნის ყველას. ეს ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა და მთლიანად ერს ეკუთვნის. გამარჯვება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლების საჯარო მოხელეების, მთავრობის სხვადასხვა შემადგენლობისა და პოლიტიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით მტკიცებულებებზე მუშაობა, გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანა და მოპოვება საერთაშორისო დოკუმენტებისა, ჯერ სტრასბურგში და მერე ჰააგაში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო, ქართველები და საქართველოს ჯარი არის მართალი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სიმართლე არის ის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ და მრავალი სხვა ისეთი დასკვნა თუ პოსტულატი, რომელიც სამართლებრივი იარაღია და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების პროცესში სწორედ სამართლებრივი დოკუმენტებია მთავარი. ნაციონალებმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვახვედრეს როგორც სტრასბურგის დავა, ისე ჰააგის გამოძიება. ჩვენი სიმართლეები, ქართული სიმართლე მტკიცებას საჭიროებდა და მათ ამისთვის არაფერი ჰქონდათ გაკეთებული. კიდევ ერთი დავა ჰააგის სხვა სასამართლოში, საერთაშორისო სასამართლოში უკვე წაგებული დაგვხვდა. ჩვენ დაგვხვდა ორი რამ დარჩენილი, რაც ჩვენს მაგიდაზე იდო - სტრაბსურგი ომის საქმეზე და ჰააგაში დაწყებული გარკვეული ანალიზი. სტრასბურგის საქმეზე ხატოვნად რომ ვთქვა, სანთლით გვიწევდა მტკიცებულებების ძებნა იმიტომ რომ საქმეში არაფერი იდო. თავიდან მოგვიწია ასეულობით მოწმის დაკითხვა არაერთი წლის შემდეგ და იცით რომ საქმის წარმოებაში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა დონეზე ღირსეულად წარვდექით. ასევე, მტკიცებულებები, მაგალითად სააკაშვილის ბრძანებას, რომელიც მაშინ მთავარსარდალი გახლდათ რომ მან კონკრეტულ მომენტში ბრძანება გასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯარი კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანა, ამ ბრძანებას ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მათ ეს დოკუმენტურად არ ჰქონდათ შენახული. შემდეგ ჩვენ დაგეშილები ვეძებდით დოკუმენტებს, რომლებიც მათ დაკარგეს, ან გააქრეს, ან არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ შეენახათ. შემდეგ, ჩვენ მივაკვლიეთ ამ ბრძანების ასლს და სხვადასხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დავამტკიცეთ რომ ქართული ჯარი ამა და ამ დროს კონფლიქტის ზონაში არ იმყოფებოდა და რაკი არ იმყოფებოდა, ვერც გამტყუნდებოდა. ამის პარალელურად გვესმოდა ჩვენი ყოვლად უსინდისო პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადებები, რომ - წულუკიანი იბრძვის ჰააგაში, რომ ქართული ჯარი დაასჯევინოს და ა.შ. მან ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლება ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს, იმ ფონზე, როცა ჩვენ მის მიერ დაკარგულ დოკუმენტებს ვეძებდით, რომ ქართული ჯარის და ქართველი გლეხის, რომელიც საკუთარი საცხოვრისიდან განდევნა ოკუპანტმა, ამ ადამიანების ანუ საქართველოს სიმართლე დაგვემტკიცებინა“, - განაცხადა წულუკიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner