logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სხვა ლიდერების ძალისხმევით ამ მთავრობამ ომი და საბრძოლო მოქმედებები აიცილა თავიდან
- +

22 დეკემბერი. 2022. 00:12

 

ჩვენ წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სხვა ლიდერების ძალისხმევით ამ მთავრობამ ომი და საბრძოლო მოქმედებები აიცილა თავიდან. მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] ეს თავის დროზე ვერ აიცილეს თავიდან. ძალიან სწყინთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ აიცილეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები მოწმობს იმას, რომ ქართველი მართალია

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და დამტკიცდა სიმართლე, რომ არა, საქართველოს არ დაუმობავს არავინ და საქართველო იყო თავდაცვით ომში. ამ სიმართლის დამტკიცებისთვის ვიბრძოდით ჩვენ ამდენი წელი, მაშინ, როდესაც ამ სიმართლის სამტკიცებლად სააკაშვილმა და მისმა უპასუხისმგებლო ბანდამ არაფერი დოკუმენტი არ დაგვიტოვა ხელმოსაჭიდი. რომ არ დაგვიტოვა, ეს რეალობაა და რომ არც ზრუნავდნენ ამისთვის, ამას მოწმობს მათ მიერ სხვა, მეორე ჰააგის სასამართლოში ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე სრულიად სამარცხვინოდ წაგებული დავა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ ვთქვათ უკვე, რომ სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები მოწმობს იმას, რომ ქართველი მართალია, პირველ რიგში ჯარისკაცი, მათ შორის პირველ რიგში ის, ვინც განიცადა ეთნიკური წმენდა და ვისაც აბრალებდნენ, რომ ის იყო აგრესორი, უმრავლესობაში იყავი ეთნიკურად, ჩვენ უმცირესობაში ვიყავით და იმიტომ დაგვჩაგრეო. სინამდვილეში ოკუპანტი სახელმწიფოს მანიპულაციების შედეგად და უპასუხისმგებლო ხელისუფალის ყოფნის პირობებში ჩვენ უფრო მეტი ტერიტორია გაგვიხდა ოკუპირებული, ვიდრე მანამდე იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანი

right_banner right_banner
არქივი
right_banner