logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ეს იყო რეჟიმი, მოვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას!
- +

27 აგვისტო. 2016. 22:34



უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით ფილმ „ჰეროკრატიაში" ასახული სცენები საკმაოდ მძიმე საყურებელია, თუმცა კიდევ ევრ ასახავს იმ რეალობას და სისასტიკეს, რაც პატიმრების თავს მართლაც ხდებოდა.


„გაცილებით მძიმე იყო რეალობა, ვიდრე ფილმშია ასახული. ფილმის ფონზე ყველაზე მთავარი არის,  რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.  ეს იყო რეჟიმი, მოვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას!

 

ეს კადრები პირველ რიგში უნდა ნახოს მოსახლეობამ და ახსნას თუნდაც ის კოაბიტაცია, რაც გამოაცხადეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ამ კადრებმა უნდა გასცეს პასუხი, როგორ თავსდება ეს ყველაფერი ერთმანეთთან. აქ კიდევ მსუბუქადაა ნაჩვენები რა ხდებოდა ციხეებში.

პატიმრები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი რაც ნაჩვენებია, რეალური იყო", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბარში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner